„თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია“ – ჩინეთში რობოტები წაკამათდნენ [ვიდეო]

01-02-2021 11:09:39 ეს საინტერესოა

ჩინეთის ერთ–ერთ პროვინციაში მდებარე ბიბლიოთეკაში რობოტი–ასისტენტები წაკამათდნენ. უცნაური ინციდენტის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

რობოტი ბობლიოთეკარები – ტუტუ და ბანბაო მკითხველებს სასურველი წიგნების მოძიებაში ეხმარებიან. ერთ–ერთმა მომხმარებელმა კითხვა დასვა, დახმარება კი ორივე რობოტს სურდა, რის გამოც მათ შორის კამათი წარმოიშვა.

საბოლოოდ ბანბაომ კოლეგასთან შერიგება გადაწყვიტა, „ნუ ვიკამათებთ. ძალიან ცვალებადი ხასიათი გაქვს“.

რაზეც ტუტუმ უპასუხა: „თავი დრამის დედოფალი ნუ გგონია, გამოსავალს გთავაზობ. ნუ მაღიზიანებ!“.

კამათის შემდეგ რობოტები შერიგდნენ და ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს საქმიანობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები