საქართველოში ზაფხულის შემდეგ პირველად, კოვიდ–ინფიცირების რეკორდულად დაბალი ნამატი დაფიქსირდა
01/02/2021 06:52:41 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცლების დღიდან საქართველოში კოვიდ 19-ის 258 351 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 249 709 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 194 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.
იხილეთ ასევე: როგორ ნაწილდება კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით


