Accentnews.ge
5 422 კოვიდ–ინფიცირებულიდან ნახევარზე მეტი ჰოსპიტალიზებულია

5 422 კოვიდ–ინფიცირებულიდან ნახევარზე მეტი ჰოსპიტალიზებულია

01/02/2021 07:00:35 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა, თუმცა კლების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა,

აჭარა-15,

იმერეთი-37,

ქვემო ქართლი-19,

შიდა ქართლი-21,

გურია-3,

სამეგრელო - ზემო სვანეთი-28,

კახეთი-17,

მცხეთა-მთიანეთი-6,

სამცხე-ჯავახეთი-8,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 321, აჭარაში-186, იმერეთში-499.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში-252, აჭარაში-46, იმერეთში-147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში-121, აჭარაში-4, იმერეთში-16. 268 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 176 -თბილისში, 81-აჭარაში, 11-იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-202, ხოლო აჭარაში - 123.

სულ 6 ოქტომბრიდან - 31 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-22 269 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში-9 715 პირი, აჭარაში-775, იმერეთში-1 538”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S