Accentnews.ge
NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს

NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს

05/07/2019 12:52:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხი, რომ რუსეთმა განალაგა ჯარები მეზობელ ქვეყნებთან, ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე. ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინაში, რომლის უკანონო ანექსიაც მოხდა. ვხედავთ ამას დნესტრისპირეთში და რა თქმა უნდა, ვხედავთ საქართველოს ნაწილში. NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაჭრის მცდელობას. როცა საქმე ეხება საქართველოს უფლებას, გახდეს ალიანსის წევრი: NATO –ს წევრებმა მრავალჯერ გამოხატეს პოზიცია, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ამის უფლება. იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა, აირჩიოს თავისი გზა და მხოლოდ საქართველო და ალიანსის 29 წევრი წყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, გახდეს ალიანსის წევრი. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, სცადოს ამ პროცესისთვის ვეტოს დადება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის: ბრიუსელში დღეს NATO-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მთავარი თემა 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების საკითხი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S