Accentnews.ge
“გლოვოს" კურიერები მუშაობას განაახლებენ

“გლოვოს" კურიერები მუშაობას განაახლებენ

29/01/2021 13:55:44 საზოგადოება

სპორტის სასახლესთან კომპანია “გლოვოს" კურიერების აქცია დასრულდა. გაფიცულ თანამშრომლებთან აქციაზე მივიდა კურიერების ხელმძღვანელი - ლევან ჯიხვაშვილი და მათ პრობლემის მოვარებას დაპირდა. მისივე განმარტებით, ხელმძღვანელობასა და კურიერებს შორის ანაზაღაურებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

როგორც ჯიხვაშვილმა აღნიშნა, კურიერებს ბონუსები, უკვე ხვალიდან ჩაერიცხებთ.

“კურიერების პირობების განხილვა მიმდინარეობს. 10 თებერვალს პასუხი იქნება, თუმცა მანამდე იქნება საათობრივი ბონუსები და ის ეტაპობრივად ჩაირთვება. შეთანხმება შედგა. მუშაობას კურიერები დღეიდან აღადგენენ" - განაცხადა ლევან ჯიხვაშვილმა.

ცნობისთვის: კომპანია "გლოვოს" კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს გაიფიცნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S