Accentnews.ge
"გლოვოს" კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

"გლოვოს" კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

29/01/2021 11:46:41 პოლიტიკა

"გლოვოს" კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი თბილისში, კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.

"გლოვოს" კურიერები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი თბილისში, კომპანიის ოფისთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც კურიერები განმარტავენ, კომპანიის აპლიკაცია მანძილს სწორად არ თვლის, შესაბამისად, სწორად არ თვლის ტარიფსაც, რის გამოც მათი შემოსავალი მცირდება.

კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ჭოლაია ამბობს, რომ საკითხის მოგვარებაზე კურიერებთან ისაუბრეს:

"შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ჩვენი მხრიდან ამ დაგროვილი პრობლემების მოგვარებაზე. 10 თებერვალს "გლოვის" ნებისმიერ კურიერს შევხვდებით და სამოქმედო გეგმას გავწერთ... არანაირი ცვლილება ანაზღაურების სტრუქტურაში "გლოვოს" არ შეუცვლია. იყო სხვადასხვა სახის პრობლემა, რამაც გამოიწვია ცვლილება - ეს შიდა დეტალებია რომელზეც საჯაროდ არ შემიძლია საუბარი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S