
კალიფორნიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
05/07/2019 13:57:13 სხვა, მსოფლიო
კალიფორნიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. კერძოდ, აშშ–ის სეისმური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კალიფორნიაში 6.4 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა. ეპიცენტრი შტატის სამხრეთ რეგიონში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგებს მცირე ნგრევა მოჰყვა. არიან დაშავებულებიც. სტიქიამ ყველაზე მეტად ქალაქი რიჯკრესტი დააზარალა, სადაც მიწისძვრას საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის გაჟონვა და ელექტრო-მომარაგების შეფერხება მოჰყვა. რამდენიმე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივ საავადმყოფოებში ევაკუაცია გამოცხადდა.
ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონში ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო.