
კვლევა: პუტინისადმი ნდობის რეიტინგი დაეცა
29/01/2021 11:28:41 მსოფლიო
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ნდობის რეიტინგი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მინიმუმამდე დაეცა და 53%–ს შეადგენს. კვლევის შედეგები საზოგადოებრივ ფონდ „საზოგადოებრივი აზრი“ ეკუთვნის.
პუტინისადმი უნდობლობა გამოკითხულთა 35%–მა დაადასტურა. 12%–ს გაუჭირდა კითხვაზე პასუხის გაცემა: „უფრო ენდობით და უფრო არ ენდობით ვლადიმირ პუტინს?“.
გამოკითხვა 22–24 იანვარს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 3 000 მოქალაქემ მიიღო.
ფონდის წინა გამოკითხვების მიხედვით, პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 55%–ს არ სცდებოდა.
გამოკითხვის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა 60% დადებითად აფასებს პუტინის მუშაობას პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო 26% – უარყოფითად. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, გასული წლის მარტში პუტინის ნდობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა: მაშინ პუტინს ნდობა გამოკითხულთა 28%–მა გამოუცხადა.