Accentnews.ge
მედია: ანკარიდან საექსპორტო ტვირთი მათ შორის, საქართველოს გავლით რუსეთისკენ გაემგზავრა

მედია: ანკარიდან საექსპორტო ტვირთი მათ შორის, საქართველოს გავლით რუსეთისკენ გაემგზავრა

29/01/2021 08:10:34 ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი დღეს ანკარიდან რუსეთში გაემგზავრა,- ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ანკარაში ოფიციალური ცერემონიაც გაიმართა.

თურქეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმავალი პირველი საექსპორტო სატვირთო მატარებელი ანკარის სადგურიდან ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გავიდა. თურქეთს ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემადგენლობა 4.65 ათას კილომეტრს რვა დღეში გაივლის.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით, ანკარიდან კიდევ ერთი სატვირთო მატარებელი ჩინეთის მიმართულებით გაემგზავრება, რომელიც ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას გადაკვეთს, 8 693 კილომეტრის გავლის შემდეგ კი ტვირთს ჩინეთში 12 დღეში ჩაიტანს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S