ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მეზობელ ქვეყნებს მიმართავს
28/01/2021 19:03:55 მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამად ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონული თანამშრომლობაა. ამგვარად მიმართა ირანელმა დიპლომატმა მეზობელ ქვეყნებს სოციალურ ქსელ „ტვიტერის" მეშვეობით.
„ჩვენო ძვირფასო მეზობლებო, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადავაფასოთ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემა. როგორც ვიცით, ასეთ უსაფრთხოებას ვერ იყიდი ფულის დაგროვების სანაცვლოდ, ასევე ვერ მიაღწევ იარაღის დაგროვებით. უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთადერთი გზა რეგიონის ქვეყნებს შორის ფართო რეგიონული თანამშრომლობაა. ირანი ყოველთვის ადასტურებდა თავის მზადყოფნას ასეთი თანამშრომლობის გააქტიურებისთვის“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამად ჯავად ზარიფი.
ცნობისთვის: ზარფი რეგიონული ტრნეს ფარგლებში ბაქოში, მოსკოვში, ერევანსა და თბილისში იმყოფებოდა. ცნობილია, რომ ის ვიზიტს გეგმავს თურქეთში.
საქართველოს პირველ პირებთან შეხვედრის შემდეგ ირანელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში შავი ზღვისა და სპარსეთის ყურის დამაკავშირებელ დერეფანზე ისაუბრა.


