Accentnews.ge
რა საკითხები განიხილა ზარიფმა თბილისში საქართველოს პირველ პირებთან

რა საკითხები განიხილა ზარიფმა თბილისში საქართველოს პირველ პირებთან

28/01/2021 13:02:59 საგარეო პოლიტიკა

მოსკოვში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფ 28 იანვარს თბილისში ჩამოვიდა და დღის განმავლობაში ქვეყნის პირველ პირებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ოფიციალური კომენტარები არ გაკეთებულა, ამიტომ მედიისთვის მხოლოდ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული რელიზებია ხელმისაწვდომი.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოკლე რელიზში ვკითხულობთ, საუბრის მთავარი თემები იყო რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის – ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, როგორც რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ასევე რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

რელიზის მიხედვით, შეხვედრაზე ორმხრივ და რეგიონულ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს:

„ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ორი ქვეყნის სატრანზიტო, სატრანსპორტო კომუნიკაციის განმტკიცებას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის გამოყენებას, ასევე ამ სფეროებში არსებული სირთულეების დროულად მოგვარების მნიშვნელობას“.

ოფიციალური ცნობით, საუბარი ასევე შეეხო პანდემიის მხრივ ორივე ქვეყანაში არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა“,– ვკითხულობთ რელიზში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ცნობით, დავით ზალკალიანი თბილისში მყოფ ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. ცნობილია, რომ ქართველი დიპლომატი კორონავირუსითაა ინფიცირებული.

ოფიციალური რელიზის თანახმად, დავით ზალკალიანი მიესალმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პირადად ვერ უმასპინძლა კოლეგას:

„მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდება ამ მიმართულებით. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ახლო მომავალში კვლავ მიეცემათ შეხვედრის შესაძლებლობა“.

პრემიერ–მინისტრამდე ირანელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

„პრეზიდენტმა ისაუბრა ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

პრეზიდენტმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რეგიონსა და საქართველოში სტაბილურობის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო პანდემიას, რითაც მნიშვნელოვნად შეფერხდა ორმხრივი ურთიერთობები.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანელ სტუმართან განიხილა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ახალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას“,– ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

როგორც თავად ზარიფმა განმარტა, ტურნეს მიზანი ექვსწევროვანი პლატფორმის შესახებ საუბარია, რომელიც თავადაპირველად თურქეთის პრეზიდენტმა ახსენა. ცნობილია, რომ ის ვიზიტს გეგმავს თურქეთშიც.

იხილეთ ასევე: რა მიზნით ჩამოდის თბილისში ზარიფი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს? - ირანელი ექსპერტის ანალიზი

"თეირანი ფსონს ირანულ-სომხურ-ქართულ ფორმატზე დადებს" – რას ფიქრობენ ზარიფის ვიზიტზე ანალიტიკოსები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S