Accentnews.ge
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც დეკემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა

28/01/2021 06:55:16 ეკონომიკა

2020 წლის დეკემბერში საქართველოში 49 260 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდს 90.8%–ით ჩამორჩება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 44 723 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 3 563, საზღვაო გზით – 755 და სარკინიგზო გზით – 219.

რაც შეეხება ტოპ 15 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესენია:

თურქეთი – 19 698 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -75.6%;

სომხეთი – 9 324 ვიზიტორი, კლება წინა წელთან -93.1%;

რუსეთი – 4 404 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 93.3%;

საქართველო (არარეზიდენტი) – 4 358 ვიზიტორი, კლება წინა წელთან – 87.7%;

აზერბაიჯანი – 3 955 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით -96.8%;

უზბეკეთი – 1 842 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან შედარებით +45.3%;

უკრაინა – 1 392 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -86.6%;

ბელარუსი – 674 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -71.5%;

ყაზახეთი – 666 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -91.9%;

ტაჯიკეთი – 423 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -21.5%;

ყირგიზეთი – 310 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -85.8%;

ბულგარეთი – 242 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -69.2%;

საფრანგეთი – 208 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -81.8%;

აშშ – 195 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -90.3%;

ისრაელი – 192 ვიზიტორი, კლება წინა წელთან შედარებით -98.6%.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S