Accentnews.ge
ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს

ზელენსკის პარტიის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკური ძალის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს

05/07/2019 11:53:37 სხვა, მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დიმიტრი რაზუმკოვი არ გამორიცხავს, რომ ოდესისი ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის გამო საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალოს. 

როგორც დიმიტრი რაზუმკოვმა ტელეარხ „1+1“-ის გადაცემაში „უფლება ხელისუფლებაზე“ განაცხადა, არჩევნებში „ახალი ძალების მოძრაობის“ მონაწილეობის გამო, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ბიულეტენების ხელახლა დაბეჭდვა უწევს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის წაყენებულმა მოთხოვნამ - ჩართოს საარჩევნო პროცესში პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ და ხელახლა დაბეჭდოს ბიულეტენები, შეიძლება, გამოიწვიოს ის, რომ საპარლამენტო არჩევნების დანიშნული თარიღისათვის ვერ გაიმართოს", - განაცხადა დიმიტრი რაზუმკოვმა.

ცნობისთვის: 29 ივნისს უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სააკაშვილის პარტიის რეგისტრაციაში გატარება დაავალა. 

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისაა დანიშნული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S