
8 ივლისის ამინდის პროგნოზი
08/07/2019 04:41:31 სხვა, საზოგადოება
სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გცნობით, 9 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქრთველოს ბარში +30, +35 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება თბილისს, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.