ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
27/01/2021 13:02:12 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2969 ლარი ეღირება, ევრო – 3.9982 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5286 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4479 ლარი.
27 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.3011 ლარი ღირდა, ევრო – 4.0032 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5053 ლარი, ხოლო თურქული ლირა 0.4473 ლარი.
ცნობისთვის: 27 იანვარს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2964 შეადგინა.
წელს ეს ეროვნული ბანკის მიერ რიგით მეორე სავალუტო ინტერვენციაა. ცენტრალურლმა ბანკმა ჯამში 80 მლნ დოლარი გაყიდა.


