Accentnews.ge
რუსეთში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების "გადატვირთვის" მოლოდინი ჯერ არ აქვთ

რუსეთში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების "გადატვირთვის" მოლოდინი ჯერ არ აქვთ

27/01/2021 11:56:47 მსოფლიო

რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის შესაბამისი პირობები ჯერ–ჯერობით არ არსებობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა აღნიშნეს საკმაოდ სერიოზული უთანხმოების არსებობა მხარეებს შორის, მაგრამ ამის მიუხედავად ხაზი გაუსვეს დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის განცხადებით, აშშ-ის მზადყოფნის შემთხვევაში, რუსეთი მზადაა, განიხილოს ღია ცის შეთანხმების შენარჩუნების საკითხი. ამასთან, აღინიშნა, რომ ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდნენ, პარიტეტულ საფუძველზე „თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შეთანხმებას“ გააგრძელებენ.

იხილეთ ასევე: ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S