Accentnews.ge
ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა

ბაიდენსა და პუტინს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა

26/01/2021 20:37:05 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს შორის პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას შეუდგა.

თეთრი სახლის პრეს–მდივნის ჯენ პსაკის ინფორმაციით, ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა რუსი აქტივისტების, კერძოდ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობის გამო.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს“, რუსეთის უწყვეტი აგრესიის წინაშე.

"ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ი მტკიცედ დაიცავს თავის ნაციონალურ ინტერსებს", - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

კრემლმა დაადასტურა ჯო ბაიდენსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზემოხსენებული პრობლემური საკითხების განხილვის გარდა, მხარეებმა გამოხატეს "კამყოფილება" სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შეთანხმების ვადების გაგრძელებაზე შესაბამისი ნოტების გაცვლის გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S