Accentnews.ge
საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 27-28 იანვარს შედგება

საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი 27-28 იანვარს შედგება

27/01/2021 06:03:49 საგარეო პოლიტიკა

აზერბაიჯანის, რუსეთის და სომხეთის შემდეგ საქართველოს ეწვევა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 27-28 იანვარს შედგება რეგიონალური ტურნეს ფარგლებში. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. განსახილველ საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ასახელებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. 26 იანვარს ცნობილი გახდა, რომ დავით ზალკალიანს კორონავირუსი აქვს.

საქართველოში ვიზიტამდე მოჰამად ჯავად ზარიფი იმყოფებოდა აზერბაიჯანსა და რუსეთში. ამჟამად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანშია, სადაც დღეს შეხვდება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს.

ვიზიტის ფარგლებში არაა გათვალისწინებულია მედიაკომენტარი.

იხილეთ ასევე: "თეირანი ფსონს ირანულ-სომხურ-ქართულ ფორმატზე დადებს" – რას ფიქრობენ ზარიფის ვიზიტზე ანალიტიკოსები

რა მიზნით ჩამოდის თბილისში ზარიფი და რა უნდა აშფოთებდეს საქართველოს? - ირანელი ექსპერტის ანალიზი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S