Accentnews.ge
მერია Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის უფასო ავტობუსებს გამოჰყოფს

მერია Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის უფასო ავტობუსებს გამოჰყოფს

05/07/2019 10:21:01 სხვა, საზოგადოება

თბილისის მერია ჯგუფ Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის უფასო ავტობუსებს გამოყოფს.

მოქალაქეებს უფასო ავტობუსელი 6 ივლისს 17:00 სთ–დან 24:00 სთ–მდე მოემსახურებიან. ავტობუსები მეტროს სადგურ "დელისიდან" ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.

ჯგუფი Soft Eject თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციების მხარდამჭერია. Soft Eject-ის კონცერტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალ "ზაფხულის დღის სიზმარის" ფარგლებში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S