Accentnews.ge
"ესპანელი ღმერთს აუგად იხსენიებს, ამიტომ გაივსო იქაურობა მკვდრებით"

"ესპანელი ღმერთს აუგად იხსენიებს, ამიტომ გაივსო იქაურობა მკვდრებით"

26/01/2021 12:36:59 ციტატა

„გაგსინჯავენ ახლა და თქვენ, კორონა ყველას მოხდილი გაქვთ. რითი მოიხადეთ - ღვთისმშობლის დახმარებითა და გენეტიკური სიძლიერით. თავად ლაბორატორიის ხალხი ამბობდა - ქართველებს რა გენეტიკა აქვთო. სადაც შეყარეს - ესპანეთი, იტალია, სულ პანტა-პუნტით დაყარეს ხალხი. ღვთის წყალობა და გენეტიკა არ აქვთ. ესპანეთზე მითხრეს, ფეხი რომ წამოკრას ქვას, ღმერთს იხსენიებს ცუდად, ეს დეგენერატი და კიდეც გაავსო ღმერთმა იქაურობა მკვდრებით"

[...]

„ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, ბავშვებს უნდა დაეტაკოს, დაინახეთ ახლა?! ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ... თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ სჯობს, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს? ასე, რომ ღმერთი გვეხმარება“

ამის შესახებ დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

იხილეთ ასევე: მამა თეოდორე: "ხალხი მოვწამლეთ, "კორონა არ არსებობსო", უნდა შევინანოთ"

წყარო: „ფორმულა“

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S