
„ლელოს“ ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ვიზები არ მისცა
05/07/2019 10:07:56 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ვიზები არ მისცა, – იუწყება გამოცემა "ლელო".
მისივე ცნობით, ქართველი ძიუდოისტები კანადაში ვერ იასპარეზებენ, რადგან ვიზა მიიღო გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა – მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა.
„ლელოს“ ინფორმაციით, კანადის ნაცვლად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები უნგრეთისა და ხორვატიის ანალოგიური რანგის შეჯიბრებებზე გადანაწილდებიან.
"აქცენტი" ხსენებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყებას დაუკავშირდა და კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.