Accentnews.ge
„კოვიდ–დადებითობის“ მაჩვენებელი 5.8%–ზე ჩამოვიდა

„კოვიდ–დადებითობის“ მაჩვენებელი 5.8%–ზე ჩამოვიდა

26/01/2021 09:21:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაცია გრძელდება

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, თუ რამდენად მდგრადია დინამიკა „დადებითობის“ მაჩვენებლის თვალსაზრისით.

„ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი არის 5.8%. ბოლო სამი-ოთხი დღეა, დადებითობის პროცენტული მაჩვენებელი ოთხსა და ექვს პროცენტს შორის მერყეობს. ბოლო შვიდი დღის არის ექვსი პროცენტი, ანუ ამასაც კლების დინამიკა აქვს. მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღევბას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია ეს დინამიკა დადებიტობისა. ბოლო 14 დღეში არის 7.1%, მთლიანად იანვარი 8.7% და 30 დღე 9.4%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თუ „დადებითობის“ მაჩვენებელი მომავალი ერთი კვირის განმავლობაში 4%–ზე ჩამოვა, შეზღუდვების შემსუბუქების დაანონსებლი გეგმა შესაძლოა, დაჩქარდეს.

გიორგი გახარია: „ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი როგორც კი ჩამოცდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს“

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, 4%–იანი მაჩვენებელი არ არის ერთადერთი, თუმცა არის ერთ-ერთი ინდიკატორი, რომელსაც ყურადღებას ექცევა.

"ეს მაჩვენებელი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე, ვადასტურებ, რომ 4%–იან მაჩვენებელს აქვს დიდი მნიშვნელობა",– განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს კონკრეტულ რეგიონში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი.

„ინციდენტობას ვაკვირდებით, როგორ 7-დღიან, ასევე 14-დღიან ჭრილში, ვინაიდან, დადებითი დინამიკა 7-დღიან ჭრილში არ ნიშნავს, რომ არის შენარჩუნებული და სტაბილური, აქედან გამომდინარე, ვუყურებთ 14-დღიან ჭრილშიც და ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ახლა არის ცვალებადი მაჩვენებელი. აჭარაში გვაქვს 4%–ზე დაბალი მაჩვენებელი, თუმცა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეს მაჩვენებელი მერყეობს 5–დან 8%–მდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S