Accentnews.ge
გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაანონსებულზე ადრე

გახარია განმარტავს, რა შემთხვევაში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაანონსებულზე ადრე

26/01/2021 08:23:01 საზოგადოება

საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, თუ თბილისში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი უახლოეს ერთ კვირაში 4%-ს ჩამოცდება, მუნიციპალური ტრანსპორტის და ეკონომიკის იმ დარგების უფრო სწრაფად გახსნაზე უნდა ვისაუბროთ, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა იძლევა. ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში ქვეყნის გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა შესაძლოა, დაჩქარდეს.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: სად რა სახის შეზღუდვები იხსნება 1 თებერვლიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S