ცრურწმენის მსხვერპლი ცნობილი ადამიანები

25-01-2021 17:05:39 ეს საინტერესოა

რიგ შემთხვევებში, ცნობილი ადამიანებიც ხდებიან ცრურწმენების მსხვერპლნი. გიამბობთ რამდენიმე მათგანის შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს მასშტაბით გაითქვეს სახელი.

ჟანა დარკი

ჟანა დარკი 1431 წელს ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ სცნეს და რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1456 წლის 7 ივლისს ჟანა დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ კი 1920 წელს ის წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.

გალილეო გალილეი

მას ინკვიზიტორებთან ჟანა დარკზე მეტად გაუმართლა: 69 წლის სწავლულის სასამართლო პროცესი რომში 1533 წელს შედგა. მას ერეტიკოსთა მხარდაჭერაში ადანაშაულებდნენ. მეცნიერს საკუთარ რწმენაზე უარის თქმა მოუწია და სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. მეცნიერს აკრძალული ჰქონდა ქალაქში გასეირნება, სტუმრის მიღება.

ოსკარ უაილდი

დიდი ინგლისელი მწერალი ჰომოფობიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლია. მას ორწლიანი სასჯელი დაედო „უხამსი ქცევისთვის“. სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ ის იძულებული გახდა, საფრანგეტში გადასულიყო საცხოვრებლად, სკანდალების თავიდან ასაცილებლად კი სახელიც შეიცვალა და გახდა სებასტიან მელმოტი. უაილდს მეგობრებმა ზრგი აქციეს, მძიმე შრომამ მას საკუთარი დაღი დაასვა და დიდი მწერალი ორ წელიწადში – 46 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ალან ტრინგი

„ტრინგის მანქანის – თანამედროვე კომპიუტერის ადრეული ვერსიის შემქმნელს მას საზოგადოება კიდევ უფრო დაუნდობლად მოექცა: 1952 წელს მას ბრალი „უხამს ქცევაში“ დასდეს და სასჯელად დაედო: პატიმრობა ან ჰორმონალური თერაპია. მან ამჯობინა თერაპია რაც მოგვიანებით დეპრესიის და გინეკომასტიის მიზეზი გახდა. ორი წლის შემდეგ ის მოწამლვით გარდაიცვალა, თუმცა ამ დრომდე დაუზუსტებელია, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა. 2013 წელს ის სიკვდილის შემდეგ შეიწყალეს და ბოდიში მოხადეს დევნისთვის.

ჩარლი ჩაპლინი

თავის დროზე პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ცნობილი მზახიობი ჩარლი ჩაპლინიც გახდა. ის პაციფსტი იყო და კოსმოპოლიტიკურ შეხედულებებს იზიარებდა. აშშ–ის ხელისფლება მას ანტიამერიკულ ქცევასა და კომუნისტებთან მეგობრობას ედავებოდა. გასული წლის 40–იან წლებში ჩაპლინის ფილმები მკაცრ ცენზრას დაექვემდებარა. 1952 წელს ჩაპლინი გადაასახლეს და მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან შვეიცარიაში გაატარა.

გაბრიელ გარსია ლორკა

ცნობილი პოეტი და დრამატურგი ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. 1936 წელს ის ჰომოსექსუალობის გამო დააპატიმრეს და დახვრიტეს. მისი საფლავიც კი უცნობია.

იან ჰუსი

ჩეხეთის რეფორმების იდეოლოგი, მქადაგებელი და მოაზროვნე იან ჰუსი ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესიის ლიდერებს. მან მკაცრად გააკრიტიკა ინდულგენციების გაყიდვა. ის თამამი გამოსვლების გამო 1415 წელს დაისაჯა – სწავლული საკუთარ ნაშრომებთან ერთად დაწვეს კოცონზე. თანამედროვე ჩეხები მას ემადლიერებიან და სიკვდილით დასჯის დღეს მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად კოცონს ანთებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები