Accentnews.ge
გამოკითხული მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა

გამოკითხული მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა

25/01/2021 09:09:48 ეკონომიკა

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ მთავრობა კორონავირუსის პანდემიას კარგად გაუმკლავდა.

რესპონდენტების 33% ფიქრობს, რომ მთავრობამ პანდემია ცუდად მართა, ხოლო 7%-ის პასუხი იყო „არ ვიცი“.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ სოფლებში გამოკითხული მოსახლეობის 66%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა პანდემიას კარგად გაუმკლავდა, ქალაქებში ასე ფიქრობს 59% ხოლო უშუალოდ დედაქალაქში - 55%.

ცნობისთვის: NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,053 მოქალაქე გამოიკითხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S