Accentnews.ge
სუს-მა სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანი დააკავა

სუს-მა სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანი დააკავა

05/07/2019 08:13:25 სხვა, სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით  ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია ს. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს.-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)".

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S