Accentnews.ge
რეჟისორი: „ნინო სუხიშვილმა ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა, „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო“

რეჟისორი: „ნინო სუხიშვილმა ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა, „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო“

05/07/2019 06:06:59 სხვა, საზოგადოება

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის განცხადებით, ანსამბლ “სუხიშვილების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სუხიშვილმა ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა, „ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობსო“.

როგორც ლევან აკინი The Guardian–თან საუბრისას აცხადებს, ნინო სუხიშვილმა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმში მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ცეკვის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ.

რეჟისორის განცხადებაზე თავად ნინოს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეროვნებით ქართველი ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ნამუშევარი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში 25 ფილმს შორის მოხვდა და არაერთი კინოჟურნალის და კრიტიკოსის რჩეული გახდა. 



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S