Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, იტალია დაარწმუნებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონტრპროდუქტიულია“

"ვიმედოვნებ, იტალია დაარწმუნებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონტრპროდუქტიულია“

05/07/2019 07:20:02 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ იტალია ევროკავშირსა და მოსკოვს შორის „ნორმალური ურთიერთობების“ აღსადგენად ძალისხმევას არ დაიშურებს.

ამის შესახებ იტალიაში ვიზიტად მყოფმა პუტინმა პრემიერ–მინისტრ ჯუზეპე კონტესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

„ვიმედოვნებ, იტალია დაარწმუნებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონტრპროდუქტიულია. ვიმედოვნებთ, იტალია მკაფიოდ დააფიქსირებს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით და არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ნორმალური ურთიერთობები აღდგეს“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მოქმედი მთავრობა უფრო მეტად პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური. ქვეყნის პრემიერ–მინისტრის მოადგილის პოსტის დაკავებამდე მატეო სალვინი არაერთხელ გამოსულა მოწოდებით, რუსეთისთვის სანქციების გაუქმების თაობაზე, რომელიც ამ უკანასკნელს 2014 წელს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით დაუწესდა. აღსანიშანვია, რომ გასულ თვეში რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება აღუდგინეს. რიგ ქვეყნებთან ერთად აღნიშნულის ერთ–ერთი მტკიცე მხარდამჭერი იტალიაც იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S