Accentnews.ge
თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა

თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა

05/07/2019 06:04:00 სხვა, საზოგადოება

თბილისის მეტროპოლიტენის მატარებელს კვლავ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. მომხდარის გამო პირველ ხაზზე შეფერხება იყო. 

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს. 

„მატარებლები დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში მოძრაობდნენ მხოლოდ მეტროს სადგურ სამგორამდე. ვარკეთილის მეტროს სადგურში მყოფ  მგზავრებს ამ 12 წუთის განმავლობაში ვერ ვემსახურებოდით. პრობლემა ამ დროისათვის მოგვარებულია და მატარებლები ჩვეულებრივად გამოდიან საწყისი პუნქტიდან. რა სახის ტექნიკური ხარვეზი იყო, მოგვიანებით დაზუსტდება”, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S