Accentnews.ge
10 000-მდე კოვიდ–ინფიცირებულიდან 3 478 პაციენტია ჰოსპიტალიზებული

10 000-მდე კოვიდ–ინფიცირებულიდან 3 478 პაციენტია ჰოსპიტალიზებული

21/01/2021 06:59:27 საზოგადოება

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა,

აჭარა - 64,

იმერეთი - 164,

ქვემო ქართლი - 65,

შიდა ქართლი - 85,

გურია - 13,

სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118,

კახეთი - 95,

მცხეთა-მთიანეთი - 27,

სამცხე-ჯავახეთი -18,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში.

5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 223, აჭარაში - 109, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 535 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 013 პირი, აჭარაში - 1 559, იმერეთში - 2 244.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S