საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3000–ს მიუახლოვდა
21/01/2021 06:36:56 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას StopCoV.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, ბოლო 24 საათში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯამში ქვეყანაში ვირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 238 101 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 998 გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.


