Accentnews.ge
გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

20/01/2021 18:39:35 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობას ულოცავს.

გახარია "ტვიტერში" წერს, საქართველო მოუთმენლად ელის აშშ-სთან თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.

"ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას", - აღნიშნავს გიორგი გახარია.

ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, საპრეზიდენტო ფიცი დადო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S