
"მაპატიონ და, ცოტა ხნით ქართველობისაც შემრცხვა"
04/07/2019 17:19:16 სხვა, საზოგადოება
მე–15 დღეა, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ღონისძიებები მიმდინარეობს უცვლელი მოთხოვნით – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. ღონისძიებას დღეს აქცია–კონცენტრის სახე აქვს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მუსიკოსები იღებენ, მათ შორის არის მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.
მისი თქმით, ის ამ აქციებს სოლიდარობას პირველივე დღიდან – 20 ივნისიდან უცხადებს. კერძოდ, საქართველოს სხვა აღშფოთებული მოქალაქეების მსგავსად ის რუსთაველზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათებამ მიიყვანა.
"პირველივე დღეს ვიყავი აქ. იცით, შემრცხვა საკუთარი თავისაც, მაპატიონ და, ცოტა ხნით ქართველობისაც შემრცხვა, იმ თითოეული ქართველის გამო შემრხხვა, ბედნერი სახით რომ უმიზნებდნენ თავიანთ თანამოქალაქეებს, თანაქალაქელებს, შვილებს. ამასთან ერთად ძალიან დიდი სიამაყის განცდა მქონდა. დიახ, არა ოკუპაციას! და ამისთვის აქ ათასობით ღირსეული ქრთველი იდგა, არაფრით მესმის, რატომ უნდა გაჩნდეს აქ საპირისპირო აზრი. დღესაც ამიტომ ვდგავარ აქ – არა ოკუპაციას!, არა დაუნდობლობას",– განაცხადა ჭოხონელიძემ.
მისივე ქმით, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო პასუხსმგებლობა ასაღებია.
"ვფიქრობ, აქ მხოლოდ გახარია არ არის, დავიჯერო მხოლოდ მან გააკეთა ეს [ძალისმიერი გზით დაშლა აქციის]? ხომ ამბობენ, ერთი გუნდი ვართო?! პასუხისმგებლობა მათ უნდა აიღონ, ეს იქნებ ერთი კაცი, თუ გუნდი, არ ვიცი,მაგრამ ფაქტია, სამარცხვინო ფაქტი მოხდა",– ამბობს ჭოხონელიძე.
ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა.
რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ, ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება.
სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს.