
მაჩალიკაშვილი – გოგაშვილს: "შენი დაცვა მე მომიწევს... ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, ისედაც მკვდარი ვარ"
14/05/2019 08:06:24 სხვა, სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილ მოადგილე იოსებ გოგაშვილს პასუხობს.
"მე მომიწევს ეხლა შენი დაცვა, ვინმემ ტყვია შუბლში რომ არ დაგაჭედოს. არც მე გადავაბიჯებ კანონს და სამართალს იმიტომ, რომ ცოცხალი და უვნებელი მჭირდები, რომ გახსნა ის ბინძური ჯაჭვი, რაც თქვენს კისერძე დევს ძნელად წარმოსადგენი ცოდო. შენ უნდა იცოცხლო, გახსნა ის კარტები, რომელი კარტებიც ამ ხელისუფლებას ყველაფერს თავზე დამხობს და ჩემს სიცოცხლეზე არ ინერვიულო, მე ისედაც მკვდარი ვარ",– წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გოგაშვილმა განაცხადა, რომ რისკის ქვეშ არის როგორც მისი, ისე მაჩალიკაშვილის სიცოცხლეც:
„რისკის ქვეშ არის ჩემი და ვახას სიცოცხლეც . მე, არანაირად არ ვარ შურისმაძიებელი და არც ვაპირებ კანონს იქით გადავიდე, მაგრამ მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში, ვინ იქნება ეჭვმიტანილი?! გოგაშვილი და სახელმწიფო. ან, პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ვახა იქნება ეჭვმიტანილი და ეს გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას საქართველოში. ამიტომ, მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყუდღებით იყვნენ ჩემი და იმ ადამიანის მიმართ".
უკვე რამდენიმე თვეა, მაჩალიკაშვილი პარლამენტთან საკუთარი ვაჟის – თემირლანის საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით აქციას მართავს.
თემირლანი პანკისში ჩატარებული სპეც–ოპერაციისას სასიკვდილოდ დაიჭრა. სუს–ის მტკიცებით, მან სპეცრაზმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, ოჯახის ცნობით კი ოპერაციისას თემირლანს უბრალოდ ეძინა.