Accentnews.ge
„ნავალნი ის პიროვნება არაა, ვინც საქართველოსთვის პოზიტივს გამოხატავდა, პირიქით“

„ნავალნი ის პიროვნება არაა, ვინც საქართველოსთვის პოზიტივს გამოხატავდა, პირიქით“

18/01/2021 11:24:32 საგარეო პოლიტიკა

უნდა გავითვალისწინოთ, რას გვიქადდა ნავალნი, როცა საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე საუბრობდა - მისი გადაჭარბებული ქება-დიდება სწორად არ მიმაჩნია, - ამგვარად განმარტავს „ქართული ოცნების“ დუმილს პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

მისი თქმით, „ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა“.

„როგორც მახსოვს, ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოში შემოიჭრა. იგივე იყო უკრაინის, ყირიმის მიმართ. შეიძლება, ითქვას, რომ ოპიზიციონერს ასე არ უნდა სდევდე, სასიკვდილოდ არ უნდა იმეტებდე, რაც სააკაშვილის ხელწერისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ რეალობაში, ნავალნი ის პიროვნება არ არის, ვინც თავისი პოლიტიკური პოზიციით საქართველოსთვის რაიმე პოზიტივს გამოხატავდა - პირიქით", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მოწამლვის გამო ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს.

იხილეთ ასევე: აშშ და ევროკავშირი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვენ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S