Accentnews.ge
ნავალნი – პუტინზე: „იმ ბაბუს იმდენად ეშინია, რომ კოდექსი გადახიეს“

ნავალნი – პუტინზე: „იმ ბაბუს იმდენად ეშინია, რომ კოდექსი გადახიეს“

18/01/2021 10:46:32 მსოფლიო

ის რაც ახლა პოლიციის განყოფილებაში ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა,– ასე ეხმიანება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხიმკის პოლიციაში მიმდინარე პროცესს. განყოფილებაში ნავალნის სასამართლო სხდომა იმართება.

„არ ვიცი, რა ხდება – ვინ არის ეს ხალხი, რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციაში? ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას, რომელზეც ჩემი დაპატიმრების საკითხი განიხილება, პოლიციის განყოფილების უფროსის შუამდგომლობით, რატომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში? რატომ არ მომცეს დოკუმენტი? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა ალბათ, „იმ ბაბუას ბუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. ეს უმაღლესი დონის უკანონობაა“, – აცხადებს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. ის ბერლინიდან ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა.

ნავალნი – პუტინზე: „იმ ბაბუს იმდენად ეშინია, რომ კოდექსი გადახიეს“

ის რაც ახლა პოლიციის განყოფილებაში ხდება, უმაღლესი დონის უკანონობაა,– ასე ეხმიანება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ხიმკის პოლიციაში მიმდინარე პროცესს. განყოფილებაში ნავალნის სასამართლო სხდომა იმართება.

„არ ვიცი, რა ხდება – ვინ არის ეს ხალხი, რატომ იმართება სასამართლოს სხდომა პოლიციაში? ამას უწოდებენ ხიმკის სასამართლოს ღია სხდომას, რომელზეც ჩემი დაპატიმრების საკითხი განიხილება, პოლიციის განყოფილების უფროსის შუამდგომლობით, რატომ არავინ ჩააყენეს საქმის კურსში? რატომ არ მომცეს დოკუმენტი? მე მართლმსაჯულების ბევრი დაცინვა მინახავს, მაგრამ ახლა ალბათ, „იმ ბაბუას ბუნკერში“ იმდენად ეშინია ყველაფრის, რომ სისხლის სამართლის კოდექსი დემონსტრაციულად გადახიეს. წარმოუდგენელი რამ ხდება! ეს უმაღლესი დონის უკანონობაა!“, – აცხადებს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 17 იანვარს დააკავეს. ის ბერლინიდან ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S