Accentnews.ge
პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

04/07/2019 14:44:04 სხვა, მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სამსახური იტყობინება, ფრანცისკესა და პუტინის საუბარი 45 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა და პონტიფიკოსმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.

პუტინმა ფრანცისკეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ასევე ანდრეი კანჩალოვის ფილმის „ცოდვის“ დისკი გადასცა. თავის მხრივ, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთის ლიდერს პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მედალი და წმინდა პავლეს პეტრეს მოედნის გამოსახულებიანი გრაფიურა უსახსოვრა.

შეგახსენებთ, რომ როგორც მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, ვლადიმირ პუტინისა და რომის პაპის შეხვედრაზე უკრაინისა და სირიის კონფლიქტების განხილვა იგეგმებოდა.

ეს რომის პაპ ფრანცისკესა და ვლადიმირ პუტინის რიგით მესამე შეხვედრა იყო. პუტინმა სამივე შეხვედრაზე დააგვიანა. როგორც ირკვევა, პირველ სეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა 50 წუთი ალოდინა პაპი, შემდეგზე საათზე მეტხანს, ხოლო ამ ჯერზე პაპი მას ერთი საათის განმავლობაში ელოდა. 

უკანასკნელად კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა რუსეთის ლიდერი 2015 წელს მიიღო. მაშინ რომის პაპმა უკრაინის კონფლიქტის ყველა მხარეს მშვიდობისკენ მოუწოდა. პირველი შეხვედრა კი 2013 წელს შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S