Accentnews.ge
ავსტრია რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ავსტრია რუსეთს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

17/01/2021 21:10:49 მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში ალექსეი ნავალნის დაკავების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

განცხადებაში უწყება რუსეთს ოპოზიციონერის გათავისუფლებისა და მასზე თავდასხმის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"ღრმად შეშფოთებულები ვართ მოსკოვში ალექსეი ნავალნის დაკავებით. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ავსტრია მოუწოდებს [რუსეთს] ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ასევე, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი რუსეთში, აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის გავლისთანავე დააკავეს. ნავალნი მოსკოვში ბერლინიდან ოჯახთან ერთად ჩავიდა, სადაც მას თვეების განმავლობაში მკურნალობდნენ, მას მერე, რაც მოწამლეს - რაშიც თავად ის რუსეთის ხელისუფლებას სდებს ბრალს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S