ვაქცინის შემოტანის უფლება შესაძლოა, კერძო კომპანიებსაც მისცენ
15/01/2021 12:49:43 საზოგადოება
გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, აქამდეც მივიდეთ, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კითხვას, განიხილება თუ არა კერძო სექტორისთვის ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ნების დართვა ისევე, როგორც ეს კორონავირუსზე ტესტირების შემთხვევაში მოხდა.
„დღეს ამ პროცესში მთავარია კარგი კოორდინაცია, სოლიდარული, სამართლიანი გადანაწილება ვაქცინების. ამდენად, ამ ეტაპზე ეს პროცესები სახელმწიფოთა შორისი მოლაპარაკებების დონეზე მიმდინარეობს და კოვაქსის პლატფორმა ახდენს ფასილიტაციას ამ მოლაპარაკებების. თუმცა, მომავალ წელს შესაძლოა, დადგეს საკითხი, როდესაც კერძო ინიციატივა და მეტად კომერციული ხასიათი მიიღოს ამ პროცესმა“,– განაცხადა გაბუნიამ.
იხილეთ ასევე: გეგმის თანახმად, ვაქცინით მოსაზლეობის 60% უნდა აიცრას


