Accentnews.ge
„ნორმალური ცხოვრების წესს რომ დავუბრუნდეთ, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ვაქცინაციის გეგმა ამაზეა გათვლილი“

„ნორმალური ცხოვრების წესს რომ დავუბრუნდეთ, 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ვაქცინაციის გეგმა ამაზეა გათვლილი“

15/01/2021 11:59:13 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი იმუნიტეტის შესაქმნელად, ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ საზოგადოებრივ წესს.

„ამიტომ, ვაქცინაციის გეგმა ამაზეა გათვლილი“,– აღნიშნა გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ვაქცინაციის გეგმაზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, ფინანსური გათვლებიც გაკეთებულია და საუბარია 65–დან 170 მილიონამდე ბიუჯეტზე, რათა წელს მოსახლეობის 60% აიცრას.

„საქართველოში შემოვა ის ვაქცინა, რომელიც კოვაქს პლატფორმაზე განთავსდება და ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარება [...]. საქართველოს პირველი შენატანი გაკეთებული აქვს და როგორც კი დაიწყებს ვაქცინების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პლატფორმაზე არიან გაერთიანებულები, კოვაქსი თანდათანობით მიაწვდის ქვეყნებს საჭირო ვაქცინების 20%–ს. ჩვენთვის ეს დათვლილია დაახლოებით, 700 000 ადამიანი – 1 მილიონ 400 000 დოზა. კოვაქსის სამართლიანობის პრინციპია, სანამ ყველა წევრ ქვეყანას 20% არ მიაწოდება, მანამდე დამატებითი დოზები არ იქნება“,– აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ამბობს, რომ გეგმის შესრულება წელს შესაძლებელია:

„ძალიან მინდა, რომ ეს 60% წელს ავცრათ. რთულია, მაგრამ შესაძლებელი ნამდვილად არის. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. აქ ძალიან დიდ სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში. როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა: ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვაქცინაციის გარეშე კოვიდს ვერ დავამარცხებთ“,- ამბობს გამყრელიძე და დასძენს, რომ წინასწარი გამოკითხევბით, მოსახლეობის დაახლოებით, 50–60%–ში არის ვაქცინაციის მზაობა.

მისი თქმით, ვაქცინაციის გეგმა გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მთავრობას წარედგინება.

რაც შეეხება 18–წლამდელ მოზარდებს, კლინიკური კვლევები, თუ რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა მათთვის, ჯერ არ ჩატარებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S