Accentnews.ge
პეტრიაშვილი რიგი კომპანიების მხრიდან სპეკულირებაზე საუბრობს

პეტრიაშვილი რიგი კომპანიების მხრიდან სპეკულირებაზე საუბრობს

15/01/2021 11:16:23 ეკონომიკა

ე.წ. ბიზნესმენები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღებინებენ დახმარებას თანამშრომლებს, იმ დროს, როდესაც მათ ბიზნესს საფრთხე არ შექმნია, – ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ინფორმაციით, საუბარია ორ კომპანიაზე, რომლებიც ვითარებით სპეკულირებენ – „ე.წ. გასაცემ ხელფასს ზოგავენ და ხელფასის ნაწილს კიდებენ სახელმწიფო ბიუჯეტს“, რაც მისი შეფასებით, „თაღლითობაა“.

პეტრიაშვილი კომპანიების სახელწოდებას არ აკონკრეტებს, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ საუბარია სასურსათო მიწოდების ქსელზე და საგამოძიბო უწყებას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

პეტრიაშვილი ამბობს, რომ მან ინფორმაცია თავად აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულებისგან მიიღო.

„თუ პროფკავშირებს აქვს ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეთ ეს ინფორმაცია იმ უწყებებსაც, რომლებსაც ამ ყველაფერზე კონტროლი ევალებათ, არ მინდა, რაიმე შეთქმულების თეორიებზე ვისაუბრო, ველოდები მათგან მკაცრ რეაგირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილს გავხდით ყველა ამ კომპანიის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ვუფრთხილდებით ამ თანამშრომლების გათავისუფლება სინამდვილეში არ იყოს რეალიზებული“, – აცხადებს პეტრიაშვილი.

ცნობისთვის: სახელმწიფო თვითდასაქმებულებზე ერთჯერად 300–ლარიან დახმარებას გასცემს, ხოლო მათზე, ვინც სამსახური დკარჯეს, ჯამში –1200 ლარს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S