 
                        22 იანვარს NATO-ს გენმდივანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
15/01/2021 10:32:44 საგარეო პოლიტიკა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება. ამის შესახებ მან ინფორმაცია სტოლტენბერგის პრესსპიკერმა გაავრცელა.
სალომე ზურაბიშვილი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. შეხვედრის შემდეგ კი მედიასთან ერთობლივი პრესკონფერენციაა დაგეგმილი.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		