Accentnews.ge
შს მინისტრის გადადგომა 25 ლოკაციიდან ერთდროულად მოითხოვეს

შს მინისტრის გადადგომა 25 ლოკაციიდან ერთდროულად მოითხოვეს

04/07/2019 10:27:59 სხვა, საზოგადოება

"გახარია წადი!" - ამ შეძახილებით შს მინისტრის გადადგომას დემონსტრანტები კიდევ ერთხელ ითხოვენ. აქციები თბილისში 25 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მომიტინგეები პროტესტს ზებრა გადასასვლელებზე რამდენიმეწამიანი გაჩერებით აფიქსირებენ და 15-დღიანი მოთხოვნას ამ გზით კიდევ ერთხელ ახსენებენ ხელისუფლებას.

მსგავსი შინაარსის აქციები გაიმართა ბათუმშიც. ახალგაზრდებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს ცენტრალური ქუჩა და ამ გზით გამოხატეს სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციებისა და მათი მოთხოვნების მიმართა. 

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის, უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თვალთხარია გახარია და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლებმაც იმ ღამეს ბართლომეს ღამე მოუწყო ქართველ მოსახლეობას და ქართველ ახალგაზრდებს,“ - ამბობს აქციის მონაწილე.

გარდა ამისა, აქცია დღეს რუსთაველის გამზირზე 19:00 საათზე განახლდება უცვლელი მოთხოვნით – გადადგეს შს მინისტრი.  

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით დანიშვნას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, 2 პირი კი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

სწორედ ზემოაღნიშნული მოვლენების შემდგომ, 21 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე, 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S