
პუტინი პოლიტიკიდან წასვლაზე ლაპარაკს ნაადრევად მიიჩნევს
04/07/2019 10:10:00 სხვა, მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიურ გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუს დროს არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, წავა თუ არა პოლიტიკიდან 2024 წელს, როდესაც მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება.
"ამაზე ნაადრევია საუბარი",– თქვა რუსეთის ლიდერმა.
ცნობისთვის: პუტინმა ადრე განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2000 წლიდან ფიქრობს თავის მემკვიდრეზე. მაგრამ "რუსეთი დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ მომდევნო ლიდერის ვინაობას არჩევნები გაარკვევს".
2018 წელს კი კითხვაზე, როგორი იქნება ქვეყანა მისი უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, პუტინმა უპასუხა: "ასე ნუ ჩქარობთ, ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ".