Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მტრულ მოქმედებებში ადანაშაულებს

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს მტრულ მოქმედებებში ადანაშაულებს

04/07/2019 07:40:12 სხვა, მსოფლიო

გაერო–ში ჩრდილოეთ კორეის მისიის განცხადებით, აშშ „შეპყრობილია სანქციებით" და ცდილობს, „ძირი გამოუთხაროს მშვიდობიან ატმოსფეროს“ კორეის ნახევარკუნძულზე,– ამის შესახებ BBC იუწყება. 

მათივე ცნობით, ეს განცხადება პასუხია აშშ-ის ბრალდებაზე, რომ  კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა არღვევს 2017 წელს დაწესებულ შეზღუდვას ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტზე; ასევე პასუხია აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ წერილზე, რომელშიც ეს სახელმწიფოები გაერო-ს დანარჩენ წევრებს მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისკენ.

როგორც მისია აღნიშნავს, "ეს წერილები დაიგზავნა იმ დღეს, როდესაც ტრამპმა კიმ ჩენ ინს შეხვედრა შესთავაზა".

„ეს მიუთითებს, რომ აშშ სულ უფრო შეპყრობილი ხდება მტრული მოქმედებებით კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის“ მიმართ“, - ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის მისიის განცხადებაში.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ როდესაც კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს კორეის ნახევარკუნძულზე, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ და ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S