პელოსი: „პრეზიდენტმა პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა"
08/01/2021 11:52:00 მსოფლიო
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალს კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან თანამშრომლობაში სდებს და ამბობს, რომ მისი თეთრ სახლში გაჩერება ქვეყნისთვის სახიფათოა.
"პუტინს სურს დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს ეს არის მისი მთავარი ამოცანა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. პრეზიდენტმა კი პუტინს ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა", - ამბობს პელოსი.
შეგახსენებთ, რომ 25-ე შესწორების გამოყენებას რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და ამერიკის პალატის დემოკრატი წარმომადგენლებიც მოითხოვენ.


