Accentnews.ge
კინზინგერი ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს: „დროა, დავასრულოთ ეს კოშმარი”

კინზინგერი ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს: „დროა, დავასრულოთ ეს კოშმარი”

07/01/2021 20:21:51 მსოფლიო

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში კონგრესმენი კონსტიტუციის 25-ე მუხლის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც უფლებამოსილების ვიცე-პრეიდენტისთვის გადაბარებას ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, გუშინ აშკარა გახდა, რომ პრეზიდენტმა არა მხოლოდ უარი თქვა თავისი ხალხისა და სახალხო სახლის დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, არამედ მან აღძრა და გააღვივა ვნება, რომელმაც მხოლოდ გაამწვავა აჯანყება, რომელიც ვიხილეთ”, – აღნიშნა კონგრესმენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი დაშორდა არა მხოლოდ თავის ვალდებულებასა და ფიცს, არამედ რეალობასაც.

მან მოუწოდა ვიცე-პრეზიდენტსა და კაბინეტის წევრებს, აამოქმედონ 25-ე შესწორება, რათა „მომდევნო რამდენიმე კვირა იყოს უსაფრთხო ამერიკელი ხალხისთვის“ და ქვეყანას ჰყავდეს „საღად მოაზროვნე კაპიტანი“.

„დროა, დავასრულოთ ეს კოშმარი”, – ამბობს კინზინგერი და დასძენს, რომ რაც მოხდა, ბევრისთვის გამოსაფხიზლებელი ზარი იყო.

იმპიჩმენთის პროცედურის დაწყებაზე მანამდე დემოკრატმა კონგრესმენმაც ისაუბრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S