Accentnews.ge
რუსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

04/07/2019 04:01:55 სხვა, მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიზეზი ირკუტსკის ოლქში მომხდარი წყალდიდობაა. 

როგორც „როიტერი“ იუწყება, სტიქიის შედეგად დატბორილია 98 დასახლება, – 6600-ზე მეტი საცხოვრებელი, წყალდიდობას ემსხვერპლა 20 ადამიანი, 1 200 დაშავდა, ხოლო ევაკუირებულია 2000-ზე მეტი მოქალაქე. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 29 მილიარდ რუბლს აჭარბებს. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას 3 ივლისს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, დატბორილ რაიონებში შესაძლებელი გახდება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S