
მედია: გალის შემდეგ ხანძარი გაგრაშიც გაჩნდა – ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება
07/01/2021 21:15:53 რეგიონები
ოკუპირებული გალის შემდეგ ხანძარი გაგრის ტყეშიც გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზე არის გავრცელებული ხანძარი.
საგანგებო მდგომარეობის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება.
ადგილზე მუშაობს 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 11 მაშველი.
გალში გაჩენილმა ხანძარმა, რომელიც დასახლებულ პუნქტშიც გავრცელდა, ათობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ოფიციალურმა თბილისმა რამდენჯერმე გამოთქვა დახმარების სურვილი.