
ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება
04/07/2019 03:40:31 სხვა, საზოგადოება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 12:00 სთ-დან 19:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში: ზესტაფონის ქ. N 3,20,20ა,22,22ა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.